|
2016-03-17 17:38:56, 540 ნახვა
საზოგადოება
ქობულეთში სახანძრო-სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გაიხსნა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ქობულეთში სახანძრო-სამაშველო სამსახურის განახლებული შენობა გახსნა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, სააგენტოს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე დაესწრნენ. სტუმრებმა გარემონტებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სრული აღჭურვილობა დაათვალიერეს. მეხანძრე-მაშველებმა დამსწრეთათვის სიმულაციური ჩვენება გამართეს. მათ „დაზარალებული“ სპეციალური საკაცით სიმაღლიდან ჩამოიყვანეს და სწრაფი დაშვება განახორციელეს. ახლადგარემონტებული, ორსართულიანი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობაში 47 მეხანძრე-მაშველი და 6 თანამშრომელი იმუშავებს. ქობულეთს 6 სახანძრო და 2 სამაშველო ავტომანქანა მოემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)