22:24 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 16:56:15, 621 ნახვა

საზოგადოება
გამოცდების ეროვნული ცენტრის შეთავაზება აბიტურიენტებს

რეგისტრაცია  დაიწყო პროექტისათვის BeNaec, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ პირებს - მონაწილეს შეუძლია შეამოწმოს საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები და მიღებული შედეგები წინა წლის საკონკურსო ქულებს შეადაროს. მსურველებს რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა აქვთ ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.gov.ge - 17 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პროექტში მონაწილეობის საფასურის (10 ლარი ერთი საგნის ტესტირებისათვის) გადახდის შემდეგ მონაწილე გადის რეგისტრაციას, ირჩევს გამოცდებს, ფოსტის ფილიალს, სადაც მიიღებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული პასუხების ფურცლების იდენტურ ფურცლებსა და დეტალურ ინსტრუქციას, ხოლო მის მიერ არჩეული ტესტების ელექტრონული ვერსიები მის პირად გვერდზე განთავსდება. შევსებული ფურცლები იგზავნება და სწორდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. აპლიკანტი შედეგებს კვლავ პირად გვერდზე შეიტყობს.

მათივე ინფორმაციით, 4 ან მეტი გამოცდის არჩევისას ცენტრი მონაწილეს ქულების გათანაბრებას, სკალირებასა და სპეციალური პროგრამის მეშვეობით წინა წლის საკონკურსო ქულებთან შედარებას სთავაზობს.

პროექტის ამ ეტაპის დასრულების შემდეგ ტესტების ვერსიები ხელმისაწვდომი გახდება ყველასათვის, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  შესაძლებლობა ექნება, სურვილის შემთხვევაში საგამოცდო ფორმატი (მონიტორიდან წაკითხული ტესტის შესრულება, დროის ათვლა, განაწილება და ა.შ.) სრულად გაიმეოროს, საკუთარი ნაშრომი კი ტესტების სწორ პასუხებს შეადაროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics