22:23 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 14:54:39, 616 ნახვა

საზოგადოება
გაეროს ბედნიერი ქვეყნების სიაში საქართველო 126-ე ადგილზე გადაინაცვლა

გაერომ ბედნიერი ქვეყნების სია გამოაქვეყნა და მათშორის საქართველოცაა.

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველო მსოფლიოს ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში 126-ე ადგილზეა. 

2015 წელს გარეოს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგით საქართველოს 139-ე ადგილზე იყო. 2016 წელს კი  ის 13 საფეხურუთ დაწინაურდა და 
126-ე ადგილზეა. გაერო-ს 2016 წლის კვლევაში სულ 157 სახელმწიფოა. 

ბედნიერი ქვეყნის პირველ ხუთეულში მოხვდნენ შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია და ფინეთი. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ რეიტინგში მოწინავე ადგილას მყოფ ქვეყნებში სოციალური უზრუნველყოფის სისტემა ყველაზე მეტად არის განვითარებული.  

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ბედნიერების დონის კვლევაში, რუსეთი 56-ე ადგილზეა, თურქეთი - 78-ეზე, აზერბაიჯანი სიაში 81-ეა, ხოლო სომხეთი 121-ე საფეხურს იკავებს.

რეიტინგში ბოლო ადგილზეა ბურუნდი, სადაც უკვე თვეებია მასობრივი არეულობა გრძელდება. ბურუნდის ერთი საფეხურით წინ უსწრებს სირია, სადაც ხუთწლიან ომს 250 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics