21:03 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 13:47:32, 494 ნახვა

საზოგადოება
წყნეთში დევნილთა დასახლებაში გამაგრებითი სამუშაოები გრძელდება

ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაბა წყნეთში, დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც მე-2 კორპუსის (A ზონა) გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დაზიანებული ფუნდამენტი შეიცვალა მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკვლით, ამოივსო ბზარები, შეილესა კედლები, მოეწყო ტროტუარი.

„15 წელზე მეტია, რაც აქ სამუშაოები არ ჩატარებულა. თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, გამგეობამ კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები განახორციელა; არის კიდევ რამდენიმე პრობლემური კორპუსი, რომლებიც, ასევე საჭიროებს რეაბილიტაციას; უახლოეს დღეებში დაიწყება სამუშაოები გაგრის ქუჩაზე, III ჩიხის მე-5 კორპუსში; იგეგმება, ასევე, მაია წყნეთელის შესახვევში #21-ე კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

მერიის ცნობით, კორპუსში, რომელიც კაპიტალურად გამაგრდა, 8 ოჯახი ცხოვრობს. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის‘‘ ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების 90% ვაკის რაიონის გამგეობამ, 10% კი დევნილთა სამინისტრომ დააფინანსა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics