20:31 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-26 19:39:59, 765 ნახვა

პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - არ არსებობს ძალა, რომელიც ქართველ ხალხს თავისუფლებას წაართმევს

არ არსებობს ძალა, რომელიც ქართველ ხალხს თავისუფლებას წაართმევს. ეს ჩვენ არაერთხელ გვიჩვენებია გარეშე მტრისთვის, შიდა მტრისთვის და ახლაც, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, რომ ეს არის ის მონაპოვარი, რომელსაც ქართველი ხალხი არასდროს დათმობს, - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მარშის დაწყების წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მომავალ 26 მაისს ქვეყანა დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, ევროპულ გზაზე დადგომასაც იზეიმებს.

“მე მინდა, მოგილოცოთ ყველას უმნიშვნელოვანესი დღესასწაული ჩვენი სახელმწიფოსთვის, მთავარი დღესასწაული, დამოუკიდებლობის დღე და, რაც მთავარია, ამ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით, ეს დღე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და მე ვხედავ, რომ ადამიანები გაერთიანებულები არიან. ადამიანები, რომლებსაც ეს ქვეყანა ეძვირფასებათ ყველაზე მეტად იმიტომ, რომ ეს არის მთავარი ღირებულება ადამიანისთვის, თავისუფლება, რომლისთვისაც ღირს თავგანწირვა.

ძალიან ძნელია, გულგრილად მოუსმინო თუნდაც იმ ლექსს, რომელსაც გამოთქვამდნენ ჩვენი თანამოქალაქეები ამ ბოლო დღეებში, თან მოწოდებაც იყო იმის, რომ ყველა მოსულიყო 26-ში რუსთაველზე და ყველას გვეზეიმა ერთად ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. ძალიან ძნელია ემოციის გარეშე, რომ დაიცავ შენს სამშობლოს. უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და რაც მთავარია, ჩვენ არ დავთმობთ თავისუფლებას. არ არსებობს ძალა, რომელიც ქართველ ხალხს თავისუფლებას წაართმევს. ეს ჩვენ არაერთხელ გვიჩვენებია გარეშე მტრისთვის, შიდა მტრისთვის და ახლაც, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ აჩვენებს ყველას, რომ ეს არის ის მონაპოვარი, რომელსაც ქართველი ხალხი არასდროს დათმობს. ეს მონაპოვარი ძალიან დიდ ბრძოლად, სისხლად და ძალისხმევად დაუჯდა ქართველ ხალხს და ამის დათმობას არ გვაპატიებს ჩვენი მომავალი თაობა.

ჩვენ არა მხოლოდ ის უნდა შევძლოთ, რომ დავიცვათ თავისუფლება და არ დავთმოთ, არამედ ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს, სადაც ერთხელ და სამუდამოდ საქართველო იქნება უსაფრთხო, საქართველოში იქნება კეთილდღეობა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სამართალი და თითოეული ადამიანის უფლება, თითოეული ადამიანის შესაძლებლობები იქნება სრულად განხორციელებული, ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ არა მხოლოდ დავიცვათ თავისუფლება, არამედ ქვეყანა განვავითაროთ, ყველამ ერთად დავაყენოთ ფეხზე და ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი, რომ გვქონდეს ამის იმედი. ეს პატარა ჯგუფი აუცილებლად წავა ხელისუფლებიდან და ქართველი ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას და ქართველი ხალხი გახდება ამ ქვეყნის ნამდვილი პატრონი.

შემდგომ 26 მაისს უკვე ყველანი ერთად ვიზეიმებთ იმას, რომ ქვეყანა დაადგა ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული განვითარების გზას”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ სიტყვით გამოსვლისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics