2025-05-26 18:33:30, 717 ნახვა
პოლიტიკა
მაია სანდუ - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რესპუბლიკის ორდენს, მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს ვანიჭებთ
მოლდოვას პრეზიდენტი, მაია სანდუ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ანიჭებს რესპუბლიკის ორდენს — მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს. შესაბამისი განცხადება სანდუმ პლატფორმა X-ზე გაავრცელა.
„საქართველოს ხალხის სიმტკიცის პატივსაცემად, ვანიჭებთ რესპუბლიკის ორდენს — მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს — პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
მისი ლიდერობა და ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი შთაგონებას გვმატებს”, - წერს სანდუ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,