2025-05-26 13:20:03, 415 ნახვა
პოლიტიკა
ნორვეგიის ელჩი - ჩვენ პატივს მივაგებთ მათ, ვინც მამაცურად იდგა და აგრძელებს დგომას საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად
ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
,,ძვირფასო ქართველებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენ პატივს მივაგებთ მათ, ვინც მამაცურად იდგა და აგრძელებს დგომას საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ'' - წერს ნორვეგიელი დიპლომატი სოციალურ ქსელში
ავტორი: ექსპრესნიუსი,