04:05 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-26 12:20:09, 372 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია

წლების განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ ოთხი ომი, საქართველოს სუვერენიტეტის 9-წლიანი ხელყოფა და სისხლიანი ავტორიტარიზმი, თუმცა, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის გენმა აქაც იმძლავრა და საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას მყარ ნიადაგს უქმნის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თითოეული ჩვენგანის ვალია, თავი არ დავზოგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის.

„ჩვენს პატარა ქვეყანას მუდმივად უწევდა არსებობა დიდი სახელმწიფოების გზაგასაყარზე. შესაბამისად, საქართველოს და ქართველი ხალხის გზა არასოდეს ყოფილა იოლი. თუმცა, ქართველებს ყოველთვის გვქონდა რწმენა, რომ ვიყავით განსაკუთრებული, ღვთისმშობლის წილხვედრი ერი და სწორედ ამ რწმენამ მოგვცა იმის ძალა, რომ უამრავი ქარტეხილის მიუხედავად, დღემდე მოგვეტანა ჩვენი ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა. ჩვენს გარშემო იმპერიები ეცემოდნენ, საქართველო კი დღემდე მყარად დგას ფეხზე ღმერთისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მფარველობით.

ასეთი იყო საქართველოს ბოლო 35-წლიანი ისტორიაც. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ გამოვიარეთ ოთხი ომი, საქართველოს სუვერენიტეტის 9-წლიანი ხელყოფა და სისხლიანი ავტორიტარიზმი. თუმცა, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის გენმა აქაც იმძლავრა და საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას მყარ ნიადაგს უქმნის.

თითოეული ჩვენგანის ვალია, თავი არ დავზოგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის. გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ერთიან და ძლიერ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics