09:13 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-24 10:06:08, 712 ნახვა

პოლიტიკა
„ლელოს“ წევრმა დაარღვია ბოიკოტი და დაეხმარა “ოცნებას“ კვორუმის შექმნაში - მიხეილ კაკაურიძე პარტიიდან გარიცხეს

როგორც “ძლიერი საქართველოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება, შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან, - ამის შესახებ "ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადება მოჰყვა კაკაურიძის დასწრებას სხდომაზე, რომელზეც თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე აირჩიეს.

ბუაძის თქმით, კაკაურიძემ დაარღვია ბოიკოტი და დაეხმარა "ქართულ ოცნებას" ქვორუმის შექმნაში.

"დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” შემადგენლობა კვორუმის არქონის გამო ვერ ხსნიდა სხდომას, სადაც უნდა მომხდარიყო საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევა და ვიცე-მერის ახალი კანდიდატურის დამტკიცება.

როგორც საზოგადოებისვის ცნობილია, “ძლიერი საქართველო” და თბილისის საკრებულოში ოპოზიციის სრული შემადგენლობა 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების მიტაცების შემდეგ იმყოფება პოლიტიკურ ბოიკოტში და არ მონაწილეობს საკრებულოს სხდომებში. ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა “ძლიერი საქართველოს” პოლიტსაბჭოს მიერ, 2024 წლის ნოემბერში.

სამწუხაროდ, საერთო ოპოზიციური ბოიკოტის და მკაფიო მოწოდების მიუხედავად, “ძლიერი საქართველოს” გლდანის შტაბის წარმომადგენელმა და საკრებულოს წევრმა, მიხეილ კაკაურიძემ, რომელიც 2024 წელს შემოგვიერთდა, დაარღვია აღნიშნული ბოიკოტი და დაეხმარა “ქართულ ოცნებას” კვორუმის შექმნაში, რის გამოც როგორც “ძლიერი საქართველოს” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან", - წერს ბუაძე.

ზურაბ აბ­აშიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ დაინიშნა. კენჭისყრა საკრებულოს სხდომაზე დღეს გაიმართა. ზურაბ აბ­აშიძეს მხარი დაუჭირა საკრებულოს 26-მა წევრმა.

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics