14:38 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-23 14:10:59, 698 ნახვა

პოლიტიკა
ლევან გაჩეჩილაძე - რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი

„ვარდების რევოლუცია“ რომ მოხდა, ძალიან გასაკვირი ფაქტი მოხდა, არჩეული მაჟორიტარები პარლამენტში დაგვტოვეს, ვითომ ჩვენთვის „ვარდების რევოლუცია“ არ მომხდარა და სიით ვინც გავიდა, იმათ თავიდან მოუწყვეს არჩევნები, შესაბამისად, ეს უკვე იმაზე მიანიშნებდა, რომ მაჟორიტარებში უკვე გაიდგეს ფესვები, ყველა მეტ-ნაკლებად შეშინებული იყო, იმიტომ, რომ როგორც ცუნამი ისე მოხდა ეს „ვარდების რევოლუცია“ და სიითაც ყველაფერი მათ აიღეს, თუ არ ვცდები საკონსტიტუციო რაოდენობა ხმები ჰქონდათ იმ დროს, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ლევან გაჩეჩილაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც იუსტიციის სახლი შეიქმნა, იყო მოსახლეობის ზუსტი აღრიცხვა, იმისთვის, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ თავიდან ბოლომდე და აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ამუშავებდნენ.

„დაიწყეს არანორმალურად ბევრი დაჭერა, ხალხის ჩაგვრა, სასტიკად გასწორება, პირადი თუ ხელისუფლების მტრების. ჩემთან მოდიოდა ალბათ ათასობით, ათი ათასობით თუ არა, ადამიანი, ოჯახის წევრი, რომელიც თავის ისტორიას ჰყვებოდა და ეს იყო დაუმთავრებელი. პირდაპირ, თვითონ იძახდა, რომ ეს იყო ნულოვანი ტოლერანტობა და არავის არაფერი არ ეპატიება. „არავის არაფერი არ ეპატიება“ - პირდაპირ გადაიზარდა პირველ რიგში მთელი მოსახლეობის ზუსტ აღრიცხვაში, ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი, აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ თავიდან ბოლომდე. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი და აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ. აი, გეტყვით, რომ 100 ათასი კაცი რომ მოსულიყო მაშინ მიტინგზე, 100 ათასივე გმირი იყო და 100 ათას სურათს გადაიღებდნენ, რომ სცოდნოდათ ვინ დადიოდა, როგორ მოეშორებინათ სამსახურიდან, როგორ დაეჩაგრათ მათი შვილი, როგორ დაეტოვებინათ უფულოდ, რომ ის მეორედ მიტინგზე არ გამოსულიყო და თუ მეორეჯერ მოდიოდა, ან იტაცებდნენ ვისზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ ფული ჰქონდა და ძალიან სცემდნენ, ფულს ართმევდნენ და ტყეში აგდებდნენ, სასაკლაოზე, ასეთი ადამიანებიც არსებობდნენ და არსებობს დღესაც, ვახო ლაღიძე, გოგა ლომიძე, დათო უჯმაჯურიძე. დათო უკვე გარდაცვლილია, ცოცხალი აღარ არის. ყველა ოჯახმა იცოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ საპროტესტო აქციებზე დადიოდნენ, მათ უყურებენ, მათ უთვალთვალებენ, მათ უსმენენ და მათ ატერორებენ ამა თუ იმ ფორმით“, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics