02:57 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-23 12:31:54, 695 ნახვა

პოლიტიკა
ეკა გიგაური - „ქართულ ოცნებას“ ეშინია იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებიც აქტიურები არიან

კომიკურია, როდესაც წინა ხელისუფლების ქმედებებს იძიებენ და ადამიანს იჭერენ, რომელიც არანაირი კავშირში არ იყო წინა ხელისუფლებასთან იმ პერიოდში - ეს ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია,- ასე აფასებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას.

გიგაურის თქმით, „ქართულ ოცნებას“ „უბრალოდ ეშინია იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებიც აქტიურები არიან“.

„ეს ცალსახად პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია. ეს არ არის ჩვენთვის ახალი, რადგან „ქართული ოცნება“ დიდი ხნის განმავლობაში აანონსებს რეპრესიებს. იგი იღებს კონკრეტულ კანონებს, იწყებს კონკრეტულ გამოძიებებს, რათა კონკრეტული ადამიანები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებენ, გააჩუმოს. ზუსტად ეს გააკეთეს ზურაბ ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით. ეს არის მართლაც კომიკური რამ, როდესაც იძიებენ წინა ხელისუფლების ქმედებებს და ადამიანს იჭერენ, რომელიც არანაირი კავშირში არ იყო წინა ხელისუფლებასთან იმ პერიოდში. ამიტომ, აქ ცალსახად ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ უბრალოდ ეშინია იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებიც აქტიურები არიან. ისინი ერთი მხრივ, აანონსებენ ადგილობრივ არჩევნებს და მეორე მხრივ, იჭერენ იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც შეიძლება კონკურენცია გაუწიონ. შესაბამისად, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ მათ ძალიან დიდი შიში აქვთ ამ ორგანიზაციებისა და პარტიების მიმართ.

ერთი მხრივ, პოლიტიკური განცხადებები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. მეორე მხრივ, გასაგებია, რომ არის საერთაშორისო მექანიზმებიც, შეჩერების მექანიზმი იქნება ეს თუ სხვა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე ყველაფერი ამოწურული იყოს. მთავარი ისაა, ჩვენ აქ ადგილზე როგორ ვიმოქმედებთ ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ამას არ შევურიგდეთ“,- განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, გუშინ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. მას ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics