11:34 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-22 13:50:20, 691 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე - სასამართლოსთან ამდენი პოლიციის მობილიზება ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ რაღაცას აპირებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც რამდენიმე საათში „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წინასასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.

სასამართლოს ორივე შესასვლელთან როგორც მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, ასევე საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული. სასამართლოს ეზოში არ უშვებენ ავტომობილებს, ის მთლიანად პოლიციის ავტომობილებს აქვთ დაკავებული.

მსგავსი ტიპის მობილიზება ზურაბ გირჩი ჯაფარიძისთვის დასტურია, რომ მის დაკავებას აპირებენ.

14:00 საათზე, სასამართლოსთან ჯაფარიძის მხარდამჭერი აქციაა დაანონსებული. სავარაუდოდ, მათ სასამართლოს ეზოში არ შეუშვებენ.

„რა მოლოდინიც მქონდა, იმას გარემო ამართლებს, ამდენი პოლიციის მობილიზება ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ რაღაცას აპირებენ. არჩევანი ბევრი არ აქვთ, თვითონაც ჩიხში არიან, ან საერთოდ უარი უნდა თქვან აღკვეთ ღონისძიებაზე, რაზეც მინიმუმ სამჯერ გვაქვს მიმართული, მაგრამ უარი თქვეს, შესაბამისად, ერთადერთი გზა არის, მძიმე ფორმა გამოიყენონ, უფრო მძიმე ფორმაა, დამაპატიმრონ, ისევე როგორც ირაკლი ოქრუაშვილი.

წულუკიანი რამდენჯერმე დავიბარეთ, მაგრამ ეს მოთხოვნა თვითონ წულუკიანამდეც არ მიუშვეს, ამ სასამართლოშივე დაიბლოკა. ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პატიმრობაზე წავიდნენ, არამხოლოდ ჩემი და ოქრუაშვილის დაპატიმრება მოუწევთ წინასწარით, არამედ მოუწევთ, საბოლოოდ ჩემიც, ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და გიორგი ვაშაძის. ამისთვის რამდენად არიან მზად და რამდენად არიან მაგ ფაზაში, ავტორიტარიზმის, ამას დრო გვიჩვენებს",- განაცხადა ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics