14:37 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-22 12:15:36, 720 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი - სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ზურაბ ჯაფარიძეს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” სახელით სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც არ წასულა არცერთ დათმობაზე რეჟიმთან ბრძოლაში და არის მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა იბრძოლო შეუპოვრად რეჟიმის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ზურაბ ჯაფარიძე არის გაუტეხელობის მაგალითი.

„რა თქმა უნდა, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ყველამ იცის, რომ ზურაბ ჯაფარიძე არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა ბოლო წლების მანძილზე. მე, ჩემი პარტიის სახელით ვუცხადებ სრულ სოლიდარობას ზურას და ბოლო წლების და თვეების მანძილზე, ის იყო მაგალითი გაუტეხელობის და იმის, თუ როგორ უნდა იბრძოლო შეუპოვრად რეჟიმის წინააღმდეგ. ის არ წასულა არცერთ დათმობაზე რეჟიმთან ბრძოლაში და მათ შორის მისი პოლიტიკური გმირობის აქტები არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, პატივისცემის და აღფრთოვანების საფუძველი. ამიტომ, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ზურას, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ივანიშვილის სასამართლომ.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.

სასამართლო, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელებს.

თავად ზურაბ ჯაფარიძე მის დაკავებას არ გამორიცხავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics