06:28 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-20 18:04:17, 1037 ნახვა

პოლიტიკა
გრიგოლ გეგელია - თვითმარქვია ხელისუფლება აპირებს დაზვერვის სამსახური დაუქვემდებაროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის დაქვემდებარება არის მიზანმიმართული თავდასხმა ეროვნულ ინსტიტუტებზე.

როგორც გეგელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სუს-ის ძალაუფლების ჭარბად მონოპოლიზებას.

„ვრცელდება საგანგაშო ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლება აპირებს დაზვერვის სამსახური დაუქვემდებაროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რაც არის მიზანმიმართული თავდასხმა ქართულ ეროვნულ ინსტიტუტებზე, მით უმეტეს ისეთ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე, რომელზეც მრავლად არის წარმოდგენილი ადამიანები, ვისთვისაც მიუღებელია რუსეთი და პრორუსული პოლიტიკური კურსი. სწორედ ამ ადამიანებს აქვთ დასავლეთის სააგენტოებთან თანამშრომლობის ყველაზე ხანგრძლივი და ნაყოფიერი გამოცდილება, რაც მიუღებელია რუსეთისთვის და შესაბამისად მიუღებელია საქართველოს პრორუსული ხელისუფლებისთვის, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი, ეროვნული ინსტიტუტები და საქართველოს პროდასავლური კურსი იქნას შეჩერებული. ეს რა თქმა უნდა, გამოიწვევს სადაზვერვო საქმიანობის კლებას, მისი ხარისხის ვარდნას ამავე დროს, პრობლემას შეუქმნის საქართველოს სახელმწიფოს იმ უმძიმესი გამოწვევის ფონზე, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება.

ეს არის სუს-ში ძალაუფლების ჭარბად მონოპოლიზების მაგალითი, რაც გამოიწვევს სუს-ის დამატებით გაძლიერებას და ამ მონსტრად ქცეული სახელმწიფო ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტ საფრთხის შემცვლელად გადაქცევას, რაც არ არის დემოკრატიული სახელმწიფოების სადარი.

მინდა ყველა ოფიცერს ვუთხრა, რომ სულ მალე ბოროტმოქმედი რეჟიმი დასრულდება, საქართველოს ეყოლება ახალი ეროვნული ხელისუფლება, რომელიც თქვენთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საგარეო და საშინაო უსაფრთხოება იქნას დაცული“,- განაცხადა გეგელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics