21:03 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 17:42:26, 513 ნახვა

საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში პროექტის „ფსიქოლოგიური კლუბის“ პირველი შეხვედრა გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ 14-დან 18 წლამდე მოზარდებისათვის იწყებს ახალ პროექტს „ფსიქოლოგიური კლუბი“.

პროექტის მონაწილეებთან პირველი შეხვედრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართება, რომელსაც ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ფსიქოლოგი ია კუტალაძე გაუძღვებიან. შეხვედრის თემა პროფესიულ არჩევანსა და მის მნიშვნელობას დაეთმობა.

მაია მიმინოშვილი აბიტურიენტებს გააცნობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიმდინარე სიახლეებს; ასევე, საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების ჩამონათვალის შედგენის პროცესის მიმდინარეობასა და სტატისტიკას, თუ რომელი   სპეციალობებია მოთხოვნადი საქართველოში. ია კუტალაძე  კი მოზარდებს გააცნობს პროფესიული გადაწყვეტილების მიღების პროცესს და იმ ფაქტორებს, რომლებიც მნიშვნელოვანია მომავალი პროფესიული არჩევანისათვის. შეხვედრას დაესწრებიან ცენტრის სხვა თანამშრომლებიც, რათა მოსწავლეებმა საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ.

პროექტ „ფსიქოლოგიური კლუბის“ მიზანია ახალგაზრდებში ფსიქოლოგიური ასპექტების განხილვის გზით სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სწორი პროფესიული არჩევნის გაკეთება. იუსტიციის სამინისტროს სსიპ - „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics