|
2025-05-16 13:29:59, 737 ნახვა
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი - თუ გსურთ შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა მასზე ასე ცუდად საუბარი
თუ გსურთ შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა მასზე ასე ცუდად საუბარი, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩი სასამართლოში სწორედ ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად მივიდა. მისი თქმით, გერმანია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და სურს საქართველო გაერთიანების წევრი გახდეს. „მე წარმოვადგენ გერმანიას, ჩვენ ვართ საქართველოს მეგობარი და დიდი ხნის პარტნიორი. ჩვენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო ვართ. საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ამავდროულად მკაცრად აკრიტიკებს ევროკავშირს, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ, მე ვიტყოდი, რომ ეს დეზინფორმაციაა. თუ გსურთ შეუერთდეთ ისეთ ორგანიზაციას, როგორიცაა ევროკავშირი, არ არის კარგი იდეა მასზე ასე ცუდად საუბარი,“ - განაცხადა მან. ამასთან, პეტერ ფიშერმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ მასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და ბრალი დასდო ოპოზიციისთვის მითითებების მიცემაში. „ამასთან მე მაქვს კითხვა ტელეკომპანია „იმედთან“. გუშინ თქვით, რომ მე ვაძლევ მითითებებს რადიკალურ ოპოზიციას. რის საფუძველზე გაავრცელეთ ეს დეზინფორმაცია? ეს ცრუ ინფორმაციაა და მე გიწვევთ დაამტკიცოთ, რომ მე ვაძლევ მითითებებს ოპოზიციას,“ - განაცხადა მან.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)