|
2025-05-16 10:42:20, 936 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა ახალი ტყვეების დამატება, არამედ არსებული ძალის მაქსიმალურად მობილიზება
მაშინ, როცა პროტესტი უფრო და უფრო გადამწყვეტ ფაზაში შედის, მე მჯერა, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურა ჯაფარიძე ერთად ციხეში კი არა, გარეთ, ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა“, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამოცანა უნდა იყოს არსებული ძალის მაქსიმალურად მობილიზება. „უდიდეს პატივისცემას ვუცხადებ ყველას, ვინც გირაოს გადაუხდელობით პატიმრობაში მიდის – ეს მართლაც მორალურად ძლიერი და ღირსეული აქტია, მაგრამ მაშინ, როცა პროტესტი უფრო და უფრო გადამწყვეტ ფაზაში შედის, მჯერა, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურა ჯაფარიძე ერთად ციხეში კი არა, გარეთ, ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება! რეჟიმის სტრატეგია თავიდანვე იყო ლიდერების იზოლირება და პროტესტის გადაქცევა უთავო წინააღმდეგობად. ფაქტია, თანამედროვე ავტოკრატიებს ამარცხებს ერთიანი მიზნისკენ შეკრული საზოგადოება – არა ციხეები. არც ბელარუსში, არც რუსეთში ციხეებმა არ გააძლიერა პროტესტი – პირიქით! საკმარისი ტყვეები უკვე ჰყავს ივანიშვილის რეჟიმს – ახლა კი გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი ძალა! შესაბამისად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა ახალი ტყვეების დამატება, არამედ არსებული ძალის მაქსიმალურად მობილიზება – მძლავრი წინააღმდეგობის ორგანიზება. ამიტომ ვთვლი, ლიდერები ერთად ციხეში კი არა, ხალხთან ერთად, ბრძოლის წინა ხაზზე გვჭირდება!“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)