09:44 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-16 10:40:49, 945 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა და პეტრე ცისკარიშვილი სენატორ როჯერ უიკერსს შეხვდნენ

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია სენატორ როჯერ უიკერსს, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარესა და სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრის მთავარ თემას „MEGOBARI აქტი“ და მომდევნო ნაბიჯები წარმოადგენდა. დელეგაციამ სენატს კანონის საბოლოო მიღების მიზნით სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდა, რომ ქართული დემოკრატიის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა გამყარდეს.

„განსახილველ თემებს შორის იყო, ასევე საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დროებითი შეჩერება. მხარეებმა საერთო პოზიცია დააფიქსირეს იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა სრულად აღდგება, როგორც კი საქართველოში დემოკრატია იქნება აღდგენილი.

ენმ-ის დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი საერთაშორისო საფრთხეებზე, რომელიც სახელმწიფო რესურსებს უცხოეთში ლობისტების დასაქირავებლად იყენებს - მისი მიზანია გავლენის მოპოვება უცხო ქვეყნებში, რაც მის იზოლაციასა და სისუსტეს ნათლად უსვამს ხაზს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრის დროს, დელეგაციამ სენატორ უიკერსს მოუწოდა, საქართველოს ეწვიოს, რათა ადგილზე დააფიქსიროს მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი.

„შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველო სარგებლობს მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით აშშ-ში. ვენ მზად ვართ, დავაბრუნოთ დემოკრატია და ავაშენოთ ძლიერ ღირებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობა“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მათივე ცნობით, დელეგაციის მაღალი დონის ვიზიტი კაპიტოლიუმის შეხვედრებითა და ვაშინგტონის კვლევით ცენტრებში გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics