02:43 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-15 15:20:17, 523 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ვის უკვირს დაჭერა ამ ქვეყანაში?

დანარჩენებს დაიჭერენ თუ არა არ ვიცი, ვის უკვირს დაჭერა ამ ქვეყანაში? - ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა და მუქარა ვერ გახდა საკმარისი „ქართული ოცნებისთვის“, რომ ოპოზიცია გაეტეხა და მას კომისია ეღიარებინა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისი შეფასებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები, პოლიტიკური რეპრესიებია.

„წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში ვისაუბრეთ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, ასევე, მის გარდა კიდევ 7 პირის სისხლის სამართლის საქმეა ძიებაში, რაც ცალსახად პოლიტიკური რეპრესიებია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა და მუქარა ვერ გახდა საკმარისი „ქართული ოცნებისთვის“, რომ ოპოზიცია გაეტეხა და ამით კომისია ეღიარებინა. კომისია არ აღიარა არცერთმა რეალურმა ოპოზიციონერმა და ყველას პოზიცია არის მტკიცე, მიუხედავად ამ რეპრესიებისა. ეს მაგალითია იმისა, რომ რეჟიმის არ აღიარება და დელეგიტიმაცია არის ოპოზიციის მტკიცე პოზიცია“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics