|
2025-05-15 14:39:49, 534 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - პაველ ჰერჩინსკი არ წარმოადგენს ევროკავშირის რეალურ ინტერესებს საქართველოსთან მიმართებით
პაველ ჰერჩინსკი, სამწუხაროდ, ნამდვილად არ წარმოადგენს ევროკავშირის რეალურ ინტერესებს საქართველოსთან მიმართებით, არც იმ ქვეყნების ინტერესებს ევროკავშირში რომ მოიაზრებიან - ურთიერთობის გაშლა ხდება იმ შრეში, რაც არის დიპლომატისთვის სამარცხვინო, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა სანქციებთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, ჰაველ ჰერჩინსკის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. მისი თქმით, ევროკავშირი არის პირველ რიგში, ღირებულებითი კავშირი და თუკი ევროკავშირის ელჩი ამ ღირებულებებს დასცილდა, ესე იგი, ის დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებს. „რა სამწუხარო დასანახია ეს ყველაფერი, როდესაც სახელმწიფოთა გაერთიანების, ევროკავშირის ელჩი, რომლის პირდაპირი დანიშნულება და მიზანიც არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის მაქსიმალური ინტეგრაციის უზრუნველყოფა, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქართველი ხალხი დააზიანოს. ეს ადამიანი სამწუხაროდ, ნამდვილად არ წარმოადგენს ევროკავშირის რეალურ ინტერესებს საქართველოსთან მიმართებით, არც იმ ქვეყნების ინტერესებს ევროკავშირში რომ მოიაზრებიან. ურთიერთობის გაშლა ხდება იმ შრეში, რაც არის დიპლომატისთვის სამარცხვინო. ეს შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ. ჩვენი ქვეყნის გზა არის ევროკავშირში. ევროკავშირი არის პირველ რიგში, ღირებულებითი კავშირი და ამ ღირებულებებს თუკი დასცილდა ევროკავშირის ელჩი, ესე იგი, ეს ელჩი ვერ ასრულებს იმ მოვალეობას, რაც მასზე არის დაკისრებული“, - განაცხადა მათიკაშვილმა. ცნობისთვის, პაველ ჰერჩინსკიმ „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა: „ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვნება იქნება“. მისი თქმით, საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში ხდება დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და იმ ადამიანების დაუსჯელობა, რომლებმაც აქტივისტების წინააღმდეგ იძალადეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)