21:03 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 15:19:11, 477 ნახვა

საზოგადოება
თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღის დირექტორი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო თანამდებობიდან გათავისუფლდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას განცხადებით, რამდენიმე ბაგა-ბაღების დირექტორი მოვალეობის არაჯეროვნად შერულების გამო თანამდებობიდან გათავისუფლდა. 
ამის შესახებ თორდინავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით,  დირექტორების გათავისუფლების მიზეზი მათზე დაკისრებული ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა გახდა.  

თემურ თორდინავამ აღნიშნა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად ბაღებში არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. მათ შორის დარღვევები უმეტესად კვებისა და საწყობის ბლოკებში აღმოჩნდა. კერძოდ, შემოწმებისას მონიტორინგის სამსახურმა სხვა დარღვევებთან ერთად საკვები პროდუქტების გადამალვის ფაქტებიც დააფიქსირა. 

„აღსანიშნავია, რომ სააგენტოს წესდების თანახმად, ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას წარმართავს და მის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის დირექტორი. მოვუწოდებ ბაგა-ბაღების დირექტორებსა და თანამშრომლებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ბაღებში მონიტორინგი რეგულარულად გაგრძელდება და დარღვევის არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება“, -განაცხადა თემურ თორდინავამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics