|
2025-05-05 14:42:43, 1585 ნახვა
ომი უკრაინაში
ალექსანდრ სირსკი - კურსკის ოპერაციამ მიზნების უმეტესობას მიაღწია
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, კურსკის ოპერაციამ, რომელიც 9 თვეა გრძელდება, მიზნების უმეტესობას მიაღწია და უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ შექმნილი ბუფერული ზონა კვლავ აქტუალურია. „ამ (კურსკის) ოპერაციამ, რომელიც უკვე ცხრა თვე გრძელდება, თავისი მიზნების უმეტესობას მიაღწია. კურსკის ოლქში ჩვენი აქტიური მოქმედებების წყალობით, ჩვენ შევძელით მტრის შეტევითი კამპანიის თავიდან აცილება სუმისა და ხარკოვის ოლქებში. უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ სასაზღვრო რაიონებში შექმნილი ბუფერული ზონა დღესაც აქტუალურია“, - წერს სირსკი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, რიცხობრივად უპირატესი მტრის დამარცხება მხოლოდ არასტანდარტული სვლებითაა შესაძლებელი. „კურსკის ოპერაცია ზუსტად ასეთი აღმოჩნდა. ეს მტრისთვის სიურპრიზი იყო. უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია კონტრშეტევა, მტრის დამარცხება და განდევნა, მათ შორის საკუთარ ტერიტორიაზე“, - განაცხადა სირსკიმ. მისი თქმით, ეს შესაძლებელი გახდა კონკრეტული სამხედრო ქვედანაყოფებისა და კონკრეტული ჯარისკაცების დამსახურებით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)