|
2025-05-04 13:25:32, 1740 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი
რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, მაშინ, როცა ისინი თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას. ეს უმაღლესი დონის ცინიზმია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკი განაცხადა. მისი თქმით, ღამით რუსები თავს დაესხნენ კიევის, ჩერკასის, ხარკოვის, მიკოლაივისა და კიევის ოლქებს. საერთო ჯამში, ოკუპანტებმა მშვიდობიან ქალაქებში 165 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. დონეცკისა და სუმის ოლქებში კი მთელი დილის განმავლობაში გრძელდებოდა მართვადი საჰაერო ბომბებით დარტყმები. „რუსები 9 მაისს ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ, მაშინ, როცა ისინი თავად ყოველდღე ურტყამენ უკრაინას. ეს უმაღლესი დონის ცინიზმია. საჭიროა ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინა მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის ნებისმიერი დღიდან, მაგრამ სულ მცირე ერთი თვით, რათა ომი დასრულდეს. თუ სიჩუმეა, მაშინ ყოველდღიურად უნდა იყოს, თუ ცეცხლის შეწყვეტაა, მაშინ არა მათ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე უნდა იყოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)