21:39 - 22 Jul, 2026
|
2025-04-25 11:03:42, 1741 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსები დნეპროპეტროვსკის ოლქს დრონებით დაესხნენ თავს - არის მსხვერპლი
რუსებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს. სერგეი ლისაკის ცნობით, რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადს დრონების გამოყენებით შეუტიეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი და 8 დაშავდა. „აგრესორის თავდასხმის შედეგად სინელნიკოვსკისა და სამაროვსკის რაიონებში მდებარე საწარმოების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძარი გაჩნდა პავლოგრადშიც, კერძოდ მრავალსართულიან შენობაში“, - წერს ლისაკი „ტელეგრამის“ არხზე. ლისაკის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოლქის ტერიტორიაზე 11 რუსული დრონი ჩამოაგდეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)