|
2025-04-14 10:34:59, 1361 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს - ჩამობრძანდით უკრაინაში, მიხვდებით, რა გააკეთა პუტინმა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში იწვევს იმისთვის, რომ გაიგოს, რა ხდება ქვეყანაში. „ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პოზიციას. თუმცა, გთხოვთ, ნებისმიერ გადაწყვეტილებამდე, მოლაპარაკებების ნებისმიერ გეგმამდე, მობრძანდით და ნახეთ დაღუპული ადამიანები, მშვიდობიანი მოქალაქეები, ჯარისკაცები, ბავშვები, დანგრეული საავადმყოფოები, ეკლესიები“, - განაცხადა ზელენსკიმ CBS News-თან ინტერვიუში. მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტის შემდეგ დონალდ ტრამპი მიხვდება, რა ჩაიდინა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა. “მოდით, შეხედეთ და შემდეგ ვიმუშაოთ გეგმით, თუ როგორ დავასრულოთ ომი. მიხვდებით, ვისთან გაქვს გარიგება. მიხვდებით, რა გააკეთა პუტინმა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, პრეზიდენტი ტრამპი უკრაინის მხარეს უნდა იყოს და არასწორად მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებს ნეიტრალურობა სურს. „პრეზიდენტი ტრამპი, როგორც ძლიერი ქვეყნის ძლიერი პრეზიდენტი, უკრაინის მხარეს უნდა იყოს. ვფიქრობ, არასწორია, რომ ამერიკას ნეიტრალიტეტი სურს”, - აღნიშნა ზელენსკიმ. ამასთან, მისი თქმით, სამწუხაროდ, შეერთებულ შტატებში რუსული ნარატივები ჭარბობს. „სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ აშშ-ში რუსული ნარატივები ჭარბობს. როგორ შეიძლება, რომ ჩვენი დანაკარგებისა და ტანჯვის მოწმე იყო, გაიგო, რას აკეთებენ რუსები და მაინც გჯეროდეს, რომ ისინი არ არიან აგრესორები, რომ მათ არ დაიწყეს ეს ომი? ეს ამერიკაზე, აშშ-ის პოლიტიკასა და ამერიკელ პოლიტიკოსებზე რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკის უზარმაზარ გავლენაზე მეტყველებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)