18:43 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-08 17:21:59, 742 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ჭვანაში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

,,თავისუფლება მზია ამაღლობელს" - გამოცემა ,,ბათუმელებისა" და ,,ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მშობლიურ მხარეში, სოფელ ჭვანაში  მისივე მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. 

პროტესტის რეჟიმში გადასული მოქალაქეები ამბობენ, რომ ამაღლობელი სინდისის პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

,,მზია არის გმირი, მზია 28 დღეა შიმშილობს და ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი ამბავი. ამოვედით მის მშობლიურ სოფელში, სადაც იმართება პროტესტი. პროტესტი იმ უსამართლობის მიმართ, რაც ხდება მზიას მიმართ. შევიკრიბეთ მოსახლეობა, რომელიც აპროტესტებენ. მზია არის ღირსეული და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. 28 დღეა ადამიანი შიმშილობს იმის გამო, რომ უსამართლობის განცდა აქვს. სინდისი უნდა აწუხებდეთ აქეთ. მივმართავ პროკურატურას, რომ შეცვალოს აღკვეთი, ეს ყოვლად დაუშვებელია. ძალიან გთხოვთ, რომ მიიტანოთ გულთან, იმიტომ რომ ეს არის წარმოუდგენელი. უსამართლოდ არის ეს ადამიანი დაპატიმრებული", - ამბობს მარიამ ამაღლობელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics