2025-02-04 08:53:09, 378 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - ჩვენ გვსურს გარიგება დავდოთ უკრაინასთან
უკრაინის იშვიათი მინერალების მარაგზე წვდომის უზრუნველყოფის შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას სამხედრო დახმარების გაგრძელებას ჰპირდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტშში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა.
„ჩვენ გვსურს გარიგება დავდოთ უკრაინასთან. ისინი დაიცავენ იმას, რასაც ჩვენ ვაძლევთ მათი იშვიათი მინერალებისა და სხვა რაღაცების სანაცვლოდ“, – აღნიშნა ტრამპმა.
როგორც ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინის მთავრობამ მიანიშნა, რომ ღია არიან ტრამპის მიერ გაჟრერებულ შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად.
შეგახსენებთ,რომ უკრაინას ურანის, ლითიუმისა და ტიტანის უდიდესი რეზერვები აქ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,