20:17 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 21:17:58, 462 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის განთავსებას დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მექსიკის პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმთან გაფორმებულ შეთანხმებასა და მომავალ გეგმებზე Truth Social-ზე  პოსტი გამოაქვეყნა. მისი მისი თქმით, მექსიკა თანახმაა საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის განთავსებაზე, რომელთა მოვალეობაა ფენტანილისა და არალეგალური მიგრანტების ნაკადის შეჩერება. ტრამპი ასევე ამცირებს ტარიფებს ერთთვიანი მოლაპარაკებების პერიოდში, რათა ორივე ქვეყანამ შეთანხმებას მიაღწიოს.

„მექსიკის პრეზიდენტი, კლაუდია შეინბაუმი საზღვარზე 10 000 ჯარისკაცის განთავსებას დათანხმდა. ამ ჯარისკაცებს ჩვენს ქვეყანაში ფენტანილისა და არალეგალი მიგრანტების ნაკადის შეჩერება დაევალებათ. ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ტარიფები ერთი თვით დაუყოვნებლივ შევაჩეროთ, რა დროშიც ჩვენ მოლაპარაკებები გვექნება.  პრეზიდენტ შეინბაუმთან ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მოუთმენლად ველი, მაშინ, როდესაც ჩვენ ორ ქვეყანას შორის „შეთანხმების“ მიღწევას ვცდილობთ“, - წერს Truth Social-ზე აშშ-ის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics