09:46 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-03 11:31:16, 480 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო აქციაზე ჯამში 31 პირი დააკავეს, ნაწილი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივანზე, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი დააკავეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, დაკავებულთა ნაწილი უკვე ხელწერილის საფუძველზეა გათავისუფლებული, მათ შორის “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics