23:04 - 22 Apr, 2026
|
2025-01-29 14:50:04, 330 ნახვა
მსოფლიო
ფიცო - ჩვენი მტერი ზელენსკია, ის სლოვაკეთს ვნებს
სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის გამო უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი "მტრად" მოიხსენია და თქვა, რომ ზელენსკი "სლოვაკეთს ვნებს". ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკური მედია, Dennik N ავრცელებს. "ჩვენი მტერი ზელენსკია. ზელენსკიმ გამოიწვია პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვაქვს. ის მე არ მომწონს, რადგან ის სლოვაკეთს ვნებს". - თქვა ფიცომ. ფიცომ ზელენსკის განცხადება აზერბაიჯანის გაზის ტრანზიტისთვის მზაობის შესახებ გააკრიტიკა და თქვა, რომ ამ მხრივ "არაფერი არ არის მზად", ზელენსკი კი "ბუშტებს ბერავს". "არაფერი არ არის მზად, არანაირი პროექტი არ დევს მაგიდაზე. ისევ ბუშტებს ბერავს, რადგან ჰგონია, რომ ეს მას რთული გადაწყვეტილებებისგან გაათავისუფლებს". - თქვა ფიცომ.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)