00:31 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-25 11:23:27, 576 ნახვა

მსოფლიო
ალექსანდრ ვუჩიჩი - შეურაცხყოფის მიუხედავად, ვიწვევ აქციის მონაწილეებს დიალოგზე

შეურაცხყოფის მიუხედავად, ვიწვევ აქციის მონაწილეებს დიალოგზე, გვითხრან, რომელი მოთხოვნა არ შესრულდა და ჩვენ შევასრულებთ, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩიმ განაცხადა.

ალექსანდრ ვუჩიჩიმ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების საპასუხოდ კონტრაქცია გამართა და სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მშვენიერია, სერბეთის პრეზიდენტად ყოფნა.

„აქ რომ მოვდიოდი, ცრემლები მომდიოდა. სიმართლე გითხრათ, ვერ ვიჯერებდი, როცა მითხრეს რამდენი ხალხი იყო აქ. ვიცი, როგორ მძიმე ატმოსფეროა, ვიცი, რამდენად დიდია ზეწოლა სტუდენტების მშობლებზე მასწავლებლებისა და პროფესორების მხრიდან, მედიის მხრიდან, რომელიც არ არის მედია, არამედ ჯგუფები, რომლებსაც სერბეთის განადგურება სურთ. ვიცი, რა რთულია ყველასთვის. ვფიქრობდი, ხალხი, რომელიც ასეთი ზეწოლის ქვეშაა, ვერ გამოიჩენდა აქ მოსვლის გამბედაობას. თუმცა როდესაც აქტივობა დავინახე, ჩემს თავს ვუთხარი, მშვენიერია, იყო სერბეთის პრეზიდენტი, მსოფლიოში არაფერია ისეთი გასაოცარი, არაფერია ისეთი ბრწყინვალე, როგორც იყო ამ შესანიშნავი ხალხის პრეზიდენტი! ჩემზე ამაყი არავინაა“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

ამასთან, სერბეთის პრეზიდენტმა ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები შეხვედრაზე მიიწვია, მოუწოდა მათ, გამოეხატათ ნებისმიერი შეუსრულებელი მოთხოვნა და მოგვარებას დაჰპირდა.

„შეურაცხყოფისა და უხეში სიტყვების მიუხედავად, ვიწვევ მათ დიალოგზე, მოვუწოდებ გვითხრან, რა არის ის, რაც არ შესრულდა, ჩვენ შევასრულებთ, უბრალოდ თქვით, რაც არ არის შესრულებული, მოდით, გვითხარით. ჩვენ გვინდა, რომ დაბრუნდეთ უნივერსიტეტებში, გვსურს წინსვლა და გვითხარით, რომელი მოთხოვნა არ შესრულდა, ჩვენ შეგისრულებთ! ჩვენ უნდა შევხედოთ გეოპოლიტიკურ ვითარებას, შევინარჩუნოთ სერბეთის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. მათ უნდათ დაგვაბრუნონ 2000 წელში,მათ უნდათ გვითხრან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა, მათ უნდათ განსაზღვრონ, როდის და ვის დავუწესებთ სანქციებს. სანამ მე ვარ სერბეთის პრეზიდენტი, სანქციებს არ დავაწესებ რუსეთის ფედერაციის ან ჩვენი სხვა მეგობრების წინააღმდეგ“, – განაცხადა ვუჩიჩიმ.

ცნობისთვის, 24 იანვარს სერბეთში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების გამო ბელგრადში სკოლები, წიგნის მაღაზიები, თეატრები და ბარები ერთი დღით დაიხურა. დემონსტრაციისას აქციის მონაწილეებმა 15 წუთის განმავლობაში დუმილით პატივი მიაგეს რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics