|
2025-01-24 11:31:20, 407 ნახვა
მსოფლიო
რუტე - პუტინს ვეტოსა და ხმის მიცემის უფლება არ აქვს იმაზე, თუ ვინ გაწევრიანდება NATO-ში
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ NATO-ში უკრაინის გაწევრიანების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს არ აქვს ხმის მიცემის უფლება იმის შესახებ, თუ ვინ გახდება ალიანსის წევრი. ამის შესახებ რუტემ დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე ისაუბრა. "უნდა ნათელვყოთ, რომ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ პუტინს ვეტოსა და ხმის მიცემის უფლება არ აქვს იმის თაობაზე, თუ სამომავლოდ ვინ გაწევრიანდება NATO-ში, მხოლოდ იმ შემთხვევაში [აქვს], თუ თავად სურს NATO-ში გაწევრიანება, მაგრამ არ მგონია, უნდოდეს, ამიტომ ძალიან მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ამის თაობაზე მას არაფრის თქმა არ შეუძლია". - თქვა რუტემ. რუტემ აღნიშნა, რომ NATO-ში უკრაინის გაწევრიანების შესახებ პირობა უკვე დადებულია და იმედი გამოთქვა, რომ ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მზადყოფნის გამოთქმის შემდგომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ მალევე მოხდება. "დადებულია პირობა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება, კითხვა ახლა, რა თქმა უნდა, ის არის, ზუსტად როგორ და როდის მოხდება ეს, იმედია, რაც შეიძლება მალე მას შემდეგ, რაც ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი, იტყვის, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის და პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან მოყვანას შევძლებთ". - თქვა რუტემ. რუტეს თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა და იმის გარანტირება არის, რომ "პუტინი მომავალში არასდროს, არასდროს არ ცდის, რომ უკრაინის კვადრატული კილომეტრი მოიპოვოს". "ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ უზრუნველვყოთ, რომ მდგრადი მშვიდობა გვქონდეს, რომ არასდროს განმეორდება ის, რაც 2014 წელს მინსკის შემთხვევაში მოხდა, როცა გვეგონა, რომ მდგრადი მშვიდობა გვქონდა, მაგრამ პუტინმა ფაქტობრივად შეძლო, გაეგრძელებინა უკრაინის მეტი ტერიტორიების მოპოვების თავისი ამოცანა და ასეც ქნა 2022 წელს, მაგრამ ასევე "მწვანე კაცუნების" შემთხვევაში [უემბლემო რუსი სამხედროები, რომლებმაც ყირიმზე კონტროლი დაამყარეს], რომლებიც, "რა თქმა უნდა, არ იყვნენ რუსები", მაგრამ მაინც ვიცით, დომ დონბასში იყვნენ". - თქვა რუტემ. NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ სამომავლოდ მშვიდობის მდგრადობის უზრუნველსაყოფად ყურადღება უკრაინის პოზიციების გაძლიერებას უნდა დაეთმოს. რუტე აღნიშნავს, რომ "ზედმეტად ბევრი პოლიტიკოსი უკრაინაში და უკრაინის გარეთ" განიხილავს სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობებს, რაც, მისი თქმით, პუტინის გარეშე პუტინთან მოლაპარაკებების დაწყების რისკს შეიცავს. "უკრაინაში და უკრაინის გარეთ ზედმეტად ბევრ პოლიტიკოსს ვხედავ, რომლებიც განიხილავენ, სამშვიდობო მოლაპარაკების მიღწევის შემთხვევაში რას იგულისხმებდა ის, უპირველესად რუსების მიერ ახლა დაკავებული ტერიტორიის თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, რას იგულისხმებდა NATO-სთვის: კი თუ არა. რისკი აქ ის არის, რომ პუტინთან მოლაპარაკებებს მაგიდასთან პუტინის გარეშე დავიწყებთ და რისკი ის არის, რომ პუტინი მოსკოვში თავის გადასაწევი ზურგის მქონე სკამზე ზის და სიაში მონიშნავს, კი ან არა NATO-ს, კი ან არა ზოგიერთი ტერიტორიის შენარჩუნებას, რომელიც წარსულში დამიკავებია. ამიტომ, ვიტყოდი, რომ ჩვენი ყურადღება მიმართული უნდა იყოს უკრაინის საუკეთესო შესაძლო პოზიციამდე გაძლიერებაზე იმ დროისთვის, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება, ხოლო როცა ისინი დასრულდება, უნდა უზრუნველვყოთ, რომ მშვიდობა, რომელზეც ერთობლივად ვიზრუნეთ, მდგრადი იქნება და აღარასდროს იქნება გამოცდილი. დიახ, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ NATO-ს სრული წევრობა ყველაზე მარტივი გამოსავალია, მაგრამ ზუსტად რაც არ უნდა იყოს გამოსავალი, ცხადი უნდა იყოს, რომ ის მდგრადია". - თქვა რუტემ.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)