2025-01-23 12:05:29, 303 ნახვა
მსოფლიო
რობერტ ფიცო - არსებობს გეგმები, რომელიც სლოვაკეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას ითვალისწინებს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის გამო, უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა დანიშნა, რომელიც დღეისთვის არის დაგეგმილი, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
ფიცოს თქმით, სპეცსამსახურებმა გააფრთხილეს, რომ არსებობს „უცხოელი ექსპერტების“ მონაწილეობით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი „ფერადი რევოლუციების“ ანალოგიური, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე.
„არსებობს გეგმები, რომელიც ქუჩის საპროტესტო აქციების და ადმინისტრაციული შენობების დაკავების გზით სლოვაკეთის ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას ითვალისწინებს“, - განაცხადა ფიცომ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,