02:30 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 09:44:24, 424 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ევროპელებს ახლა ევროპის უსაფრთხოებაზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ვიდრე ოდესმე

ევროპელებს ახლა იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპის უსაფრთხოებაზე, ვიდრე ოდესმე, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების მიუხედავად, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, თუ როგორია დონალდ ტრამპის, თეთრი სახლისა და ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგი, ჩვენ ჩვენს თავზე უფრო დიდი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ“, - განაცხადა პისტორიუსმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იყო თუ არა მისი ლიეტუვაში ვიზიტი ერთიანი სტრატეგიის ნაწილი, რომელის მიზანი, რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაპირისპირების კონტექსტში, ევროპის აქტიური პოზიციის დემონსტრირებაა.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ამ სტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტია 2023 წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის მუდმივად განლაგების შესახებ.

„ამ პროგრამის განხორციელება გეგმის მიხედვით მიდის და საგზაო რუკა დროულად დასრულდება", - განაცხადა პისტორიუსმა და დასძინა, რომ ბრიგადა სრულად იქნება მომზადებული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

მინისტრის თქმით, 2025 წლის ბოლომდე ლიტვაში განლაგდება ბუნდესვერის პირველი 500-მდე ჯარისკაცი 5 000 ჯარისკაციდან, რომლის განლაგება მომდევნო ორი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics