05:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-19 09:20:02, 422 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - ჯოჯოხეთი დატრიალდება, თუ ისრაელი და „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას არ დაიცავენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, „განაგრძოს იმის კეთება, რაც საჭიროა, რომ გაკეთდეს“. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა NBC News-თან სატელეფონო ინტერვიუში ხაზი გაუსვა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დასრულების აუცილებლობას.

ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა ისიც, რომ უახლოეს მომავალში შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია.

კითხვაზე, თუ რამდენად დარწმუნებულია „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებაში, ტრამპმა უპასუხა: „მალე ვნახავთ და უმჯობესია, შეთანხმება შესრულდეს“.

დონალდ ტრამპის თქმით, „ჯოჯოხეთი დატრიალდება“, თუ მხარეები ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმებას არ დაიცავენ.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვლავ უნდა მოიპოვოს პატივისცემა, და ეს სწრაფად უნდა მოხდეს. ისინი თუ პატივს სცემენ ჩვენს ქვეყანას, შეთანხმება შესრულდება. თუ არა – ჯოჯოხეთი დატრიალდება“, – დასძინა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალი მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მომავალი წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელშეწყობაზე, რომელიც ძალაში 19 იანვარს შევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics