08:09 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-18 11:51:04, 509 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი - პრეზიდენტი სი ძინპინი და მე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიო უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო გახდეს!

დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ავრცელებს.

„მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენ ბევრ პრობლემას მოვაგვარებთ და ამას დაუყოვნებლივ დავიწყებთ“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, სატელეფონო საუბარი ორივე ქვეყნისთვის კარგი იყო და ჩინეთის პრეზიდენტთან ვაჭრობის, TikTok-ის, ფენტანილისა და სხვა საკითხების შესახებ ისაუბრა.

„პრეზიდენტი სი ძინპინი და მე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიო უფრო მშვიდობიანი და უსაფრთხო გახდეს!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics