2025-01-17 12:15:06, 386 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ალექსეი ნავალნის ადვოკატებს პატიმრობა მიუსაჯეს
რუსეთში, ალექსეი ნავალნის 3 ადვოკატს, პატიმრობა მიუსაჯეს.
ადვოკატებს "ექსტრემისტული ორგანიზაციის" წევრობა ედებათ ბრალად. ვლადიმირ ოლქის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა იგორ სერგუნინს (3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა), ალექსეი ლიპცერს (5 წლით თავისუფლების აღკვეთა) და ვადიმ კობზევს (5.5 წლით თავისუფლების აღკვეთა).
სამივე მსჯავრდებულს პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ, 3 წლით საადვოკატო საქმიანობა ეკრძალება.
ბრალდების მტკიცებით, ნავალნი ადვოკატების დახმარებით, თავის თანამოაზრეებს რეგულარულად მითითებებს აძლევდა, თავად ნავალნი იმ დროს, კოლონიაში "ექსტრემისტული ორგანიზაციის" ჩამოყალიბებისთვის იხდიდა სასჯელს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,