|
2016-03-03 17:52:29, 308 ნახვა
პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: კოალიცია არეული რასისგან არ უნდა შედგებოდეს
"კოალიცია არ უნდა შედგებოდეს არეული რასისგან, ცისფერსისხლიანებისგან, პლებეებისგან და მონებისგან," – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თამაზ მეჭიაური პრემიერ-მინისტრის განაცხადებას. დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, ვის შეიძლება მოუწიოს თანამდებობის დატოვება, თუმცა მიიჩნევს, რომ ცვლილებების შემთხვევაში „კოალიცია გასუფთავდება“. "პრემიერის პრეროგატივაა და მან უნდა გადაწყვიტოს რას იზამს. უკეთეს შემთხვევაში კოალიცია გასუფთავდება. ჩემი აზრით, ერთი მხრივ, კოალიცია არ უნდა შედგებოდეს არეული რასისგან, ცისფერსისხლიანებისგან და პლებეებისგან, მეორე მხრივ, მონებისგან. ის უნდა იყოს თანაბარი როგორც პიროვნებების კუთხით, ასევე პოლიტიკური ჯგუფებით. ზოგიერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი - რიგითი სადღაც თავს უფლებას აძლევს, რომ კოალიციის დამაარსებლით ერთი მხრივ ისარგებლოს და ის, რაც მისგან აქვს, მიიღოს და მეორე მხრივ, ის კრიტიკის ქარ-ცეცხლში საჯაროდ გაატაროს. ამაზე კი, მისი არც ერთი თანაპარტიელი საწინააღმდეგო განცხადებას არ აკეთებს. ამასთანავე, ერთი სიტყვის შეშლისთვის სხვას - კოალიციის სხვა წევრს ლამის ცოცხლად მარხავენ. ასეთი განსხვავებული მიდგომები სანამ იქნება, კოალიციას ობიექტურობის საფუძველი არ ექნება. ამ შეფასებას კონკრეტული ადრესატი რომ არ ჰყავდეს, არ ვიტყოდი", - განაცხადა მეჭიაურმა. დეპუტატი აქვე დასძენს, კარგია, რომ პრემიერმინისტრმა ეკონომიკური საკითხების შემდეგ, პოლიტიკისთვის მოიცალა. დეპუტატი ამბობს, რომ კვირიკაშვილის განცხადება იყო დაბალანსებული და ის გამოდიოდა არა რომელიმე პარტიის ინტერესებიდან, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)