04:03 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 14:12:02, 409 ნახვა

პოლიტიკა
სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის სპეციალურ მომხსენებელს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე დუბრავკა სიმონოვიჩს შეხვდა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური მომხსენებელი უწყების სტრუქტურით, პენიტენციური დაწესებულებების სახეობებით და იმ სარეაბილიტაციო, ჯანდაცვის, ფსიქო-სოციალური პროგრამებით დაინტერესდა, რომლებიც, როგორც, ძალადობის მსხვერპლი ასევე, მოძალადე მამაკაცი მსჯავრდებულებისთვის მოქმედებს.

„დუბრავკა სიმონოვიჩი იმ რეფორმებით, სარეაბილიტაციო და ფსიქო-სოციალური პროგრამებით დაინტერესდა,  რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ქალი მსჯავრდებულების და ბრალდებულებისთვის ტარდება.  გარდა ამისა, დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ სპეციალური პროგრამების შესახებ, რომელსაც სამინისტრო ოჯახში მოძალადე ან მსგავსი დანაშაულის ჩამდენი კაცი მსჯავრდებულებისთვის ახორციელებს. საუბარი შეეხებო ასევე, პრობაციის  სამსახურის ფარგლებში გაწეულ სერვისებს, როგორც ქალი, ასევე, კაცი მსჯავრდებულებისთვის“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. 

შეხვედრაზე საუბარი შეეხებო იმ სიახლეებსაც, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში ინერგება. მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ქალი მსჯავრდებულების საყოფაცხოვრებო პირობებზე, მათ შესაძლებლობაზე შეინარჩუნონ კონტაქტები გარე სამყაროსთან, აგრეთვე, ქალი მსჯავრდებულებისთვის გახსნილი ხანგრძლივი პაემნის სერვისზე, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის, არტ-თერაპიის და სხვა სარეაბილიტაციო პროგრამებზე, რომლებიც მსჯავრდებულთა ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას ეფუძნება.

 საუბარი შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რომელიც მსჯავრდებულების მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას გაამარტივებს და ამით პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა დასაქმების შესაძლებლობას გაზრდის.

დაწესებულების დატოვების შემდეგ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციაზე პრობაციის ეროვნული სააგენტო ზურანავს, სადაც საჭიროების შესაბამისად პირობით მსჯავრდებულებთან პრობაციის ოფიცერი, სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობს.

თამარ ხულორდავას განცხადებით, ძალადობის მსხვერპლი მსჯავრდებულებისთვის  პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით უკვე შემუშავებულია სპეციალური პროგრამა, რომელიც მალე ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაშიც დაინერგება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics