|
2024-08-15 19:09:49, 506 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე პრეზიდენტზე - ცდილობს, რაღაც კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ჩვენი დღის წესრიგი ვერ იქნება
ცდილობს, რაღაც კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოლიმპიელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ განცხადებას. როგორც კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მმართველი პარტია "საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებს". "რ ვიცი, ცდილობს, რაღაც კინკლაობაში ჩაგვითრიოს, თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი დღის წესრიგი. ჩვენ ამ კინკლაობაში მას ვერ ჩავყვებით. მას თუ უნდა, შეუძლია, სცადოს, მაგრამ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვიმოქმედებთ. მიღებული პრაქტიკაა, ტრადიციაა, რომ როცა სრულდება ოლიმპიური თამაშები, ტარდება ოფიციალური მიღება. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მხრიდან ასეთი ღონისძიების დაგეგმვა. შესაბამისად, აქტუალურიც არ არის ეს განცხადება... დაჯილდოება მისი [სალომე ზურაბიშვილის] საქმეა. როგორც მოგეხსენებათ, დაჯილდოების ცერემონიას ატარებს პრეზიდენტი. მისი საქმეა, ამას როდის გააკეთებს, სად გააკეთებს, ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით. რაც შეეხება თვითონ ღონისძიებას, ეს არის დახვედრის ღონისძიება. რაც შეეხება უშუალოდ ორდენებით დაჯილდოებას, სამწუხაროდ, ეს პრაქტიკა არ იყო დანერგილი. მახსოვს, 2021 წელს როცა გაიმართა ანალოგიური დახვედრა, იქ საერთოდ არ მომხდარა ორდენებით სპორტსმენების დაჯილდოება. მაშინაც გვყავდა ჩვენ დამსახურებული სპორტსმენები. მაგალითად, ლაშა ტალახაძე მაშინ გახდა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა სალომე ზურაბიშვილს აზრად არ მოსვლია მისი დაჯილდოება არცერთი ორდენით. ეს არის კარგი პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ ვამკვიდრებთ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად. ვფიქრობ, თითოეული ოლიმპიელი, თითოეული მედალოსანი, თითოეული ჩემპიონი იმსახურებს იმ მაღალ ჯილდოებს, რომლებზეც ისინი წარვადგინეთ ჩვენ, მე და პარლამენტის თავმჯდომარემ. დიდი იმედი მაქვს, ისინი ამ ჯილდოებს მიიღებენ. ალბათ, ასე მოხდება, თუ არადა, ოთხ თვეში გვეყოლება ახალი პრეზიდენტი და ის მაინც დააჯილდოვებს, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს უფრო ადრე მოხდება",- თქვა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, დღეს, 15 აგვისტოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა: "დღეს შემატყობინეს, რომ იქნებოდა ოლიმპიელების დაჯილდოება - მაქვს ორი მიზეზი, რატომაც ასე სასწრაფოდ დაჯილდოება არ შეიძლება".
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)