02:33 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 17:38:07, 350 ნახვა

პოლიტიკა
ბაია გადაბაძე: აქ არაფერი სხვა არ იკვეთება, თუ არა ხელისუფლების ჩართულობა

"აქ არაფერი სხვა არ იკვეთება, თუ არა ხელისუფლების ჩართულობა", - ასე აფასებს ტელეკომაპანია "მაესტროს" მოქმედი გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პირველმა ინსტანციამ კრების ოქმი ბაია გადაბაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ არ გააუქმა და დოკუმენტი განსახილველად სააპელაციო სასამართლოში გადააგზავნა.

„საქმეები, რომელიც დაახლოებით ორი თვის განმავლობაში იხილება, ერთ ინსტანციას 25 დღე აქვს, მეორეს ორი თვე, 85 დღეში რაც კეთდება, ეს ყველაფერი ზუსტად 24 საათში გაკეთდა. რასაც აქამდე ეჭვად ვამბობდი, რომ ხელისუფლება შემთხვევით ირიბათ ხომ არ ერევათქო, ახლა მაქვს ყველანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ვთქვა, აქ არაფერი სხვა არ იკვეთება, თუ არა ხელისუფლების ჩართულობა. კითხეთ ნებისმიერ იურისტს, რომელსაც ერთი საქმე მაინც უწარმოებია, თუ არსებობს შემთხვევა, რომელიც 24 საათში დასრულდა“, - განაცხადა ბაია გადაბაძემ.

როგორც გადაბაძე აცხადებს, სააპელაციო სასამართლო გაჩეჩილაძეების სასარებლოდ გამოიტანს გადაწყვეტილებას, რის შემდეგაც ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია "მაესტროში" კრედიტორთა საბჭოზე დირექტორის სტატუსით გამოცხადდება.

შეგახსენებთ, ხვალ "მაესტროში" კრედიტორთა საბჭოს სხდომა უნდა ჩატარდეს, რომელზეც ტელეკომპანიის ფუნქციონირების საკითხები გადაწყდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics