19:41 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-09 10:23:13, 339 ნახვა

საზოგადოება
რაჭაში გარემოსდაცვითი-საგანმანათლებლო პროექტი „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ განხორციელდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, რაჭის რეგიონში გარემოსდაცვითი-საგანმანათლებლო პროექტი „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას" განხორციელდა. 

პროექტში რაჭის რეგიონის 18 საჯარო სკოლის 150-მდე  მონაწილე ჩაერთო. 

მონაწილეები, პროექტის ფარგლებში, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად, საქართველოს პოპულარულ დაცულ ტერიტორიებს - მარტვილის კანიონს, ოკაცეს კანიონსა და ოკაცეს ჩანჩქერს სტუმრობენ. ეკოტურში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კუსიდიც მონაწილეობდა, რომელმაც მონაწილეებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, ეკოტურიზმის მიზნებსა და მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.

ეკოტურების განხორციელებაში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, ჩართულია რაჭის ეროვნული პარკისა და მარტვილისა და ოკაცესბუნების ძეგლების ადმინისტრაციები, რათა ხელი შეუწყონ მონაწილეებისთვის შემეცნებითი, საინფორმაციო და უსაფრთხო ეკოტურების განხორციელებას. 

საგანმანათლებლო პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას" მიზანია, მონაწილეებმა აიმაღლონ ცოდნა დაცული ტერიტორიებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე. 

პროექტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს, გერმანიის მთავრობის (BMZ/ KfW) პროექტის „ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში" ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია „გოპას" და „ეკოვიჟენის" ტექნიკური მხარდაჭერით.

ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics