22:36 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-08 10:02:20, 443 ნახვა

მსოფლიო
ირანმა თეირანის თავზე ფრენები აკრძალა

ეგვიპტემ თავის ყველა ავიაკომპანიას დაავალა, ირანის საჰაერო სივრცეს სამი საათით მოერიდონ. ბრძანება დაკავშირებულია ირანსა და ისრაელს შორის ურთიერთობების გაუარესებასთან, იტყობინება Reuters.

 პილოტებისთვის გაგზავნილ უსაფრთხოების შეტყობინებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვა ძალაში იქნება 0100-დან 0400 GMT-მდე. იგი არ იძლევა დამატებით დეტალებს შეტყობინების გაცემის მიზეზზე.

„ყველა ეგვიპტურმა გადამზიდავმა უნდა მოერიდოს ფრენას თეირანის თავზე (ფრენის ინფორმაციის რეგიონი). ფრენის გეგმა არ მიიღება აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაფრენისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში, სადაც მითითებულია სამსაათიანი შეზღუდვის ვადა.

ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტრომ დაადასტურა მოგვიანებით ოთხშაბათს, რომ შეტყობინება გამოწვეული იყო ირანის ხელისუფლების რეკომენდაციების გათვალისწინების აუცილებლობით ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სამხედრო წვრთნები ირანის საჰაერო სივრცეში 7 აგვისტოს 11:30 საათიდან 14:30 საათამდე და 8 აგვისტოს 4:30 საათიდან 7:30 საათამდე თეირანის დროით მიმდინარეობს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics