03:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-07 10:21:16, 405 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ტყვეობაში მამყოფებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მტერს საქართველო არ ჩავაბარე

მე ტყვეობაში მამყოფებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მტერს საქართველო არ ჩავაბარე,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის 16-წლისთავს.

როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე "ხელმეორედ 1991 წლის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლებაა აღსადგენი".

"2008 წელს ჩვენმა ჯარმა მაგრად დადგომით, ხალხმა ქუჩაში გამოსვლით, მე თბილისში დარჩენითა და მსოფლიოს ფეხზე დაყენებით, ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში ჩამოსვლითა და ამერიკელებმა ფლოტის გამოგზავნით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ. 

მე ტყვეობაში მამყოფებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მტერს საქართველო არ ჩავაბარე.                      

მაშინ მტერმა ვერ დაგვიპყრო და ტრაგედიაა, რომ რაც ჩვენი ძალით დავიცავით, ახლა ხელახლა გვაქვს მოსაპოვებელი.                              

26 ოქტომბერს ჩვენ ხელმეორედ 1991 წლის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება გვაქვს აღსადგენი",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics