02:33 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 14:57:15, 366 ნახვა

პოლიტიკა
თამაზ მეჭიაური: არსებობს მარტივი გზა, "რესპუბლიკელებმა" და "მრეწველებმა" დამოუკიდებლად იყარონ კენჭი

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელებსა“ და ფრაქცია „ქართული ოცნება-მრწეველებს“ შორის დაპირისპირება და შეუთავსებლობა, აზიანებს არამხოლოდ კოალიციას, არამედ ქვეყნის ინტერესებს.

როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, ყველამ დამოუკიდებლად უნდა იყაროს კენჭი.

„იმისათვის, რომ არ ხდებოდეს ასეთი რადიკალურად ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალების თავმოყრა, ერთ კოალიციაში, მე არ შევდივარ კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმის განხილვაში ვინ უფრო სწორია. ამისთვის არსებობს ერთი მარტივი გზა. ყველამ დამოუკიდებლად იყაროს კენჭი, ვისაც ერთმანეთის გარეშე არ შეუძლია პოლიტიკური ცხოვრება, მერე დაწყვილდნენ ერთად და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ის მანდატები, რომელსაც მოსახლეობა მათ მისცემს. მაგრამ სამწუხაროდ ამ პოლიტიკურ ძალებს აერთიანებთ მხოლოდ ერთი რაღაც ამ შემთხვევაში ზოგიერთს. პარლამენტში მოხვედრის გარანტია. აქედან გამომდინარე მერე უკვე თავს იჩენს ხოლმე, ასეთი შეუთავსებლობა და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აზიანებს არამხოლოდ კოალიციას, არამედ ქვეყნის ინტერესს“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics