10:56 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-06 11:10:27, 372 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში, სამხედრო ქარხანაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ბაშკირეთის ქალაქ სტერლიტამაკში მდებარე "ავანგარდის" ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც სარემონტო ბრიგადა ერთ-ერთ საამქროში მილსადენის დემონტაჟს ახორციელებდა - ბრიგადის სამივე წევრი დაღუპულია.

საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ვარაუდობენ, რომ მუშებმა მილების გაჭრისას უსაფრთხოების ზომები დაარღვიეს. 

ქარხანა "ავანგარდი" სახელმწიფო კორპორაცია "როსტეხს" ეკუთვნის და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის ნაწილებს აწარმოებს. კომპანია ევროკავშირის, შვეიცარიისა და უკრაინის სანქციების ქვეშ იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics