|
2016-02-18 13:55:31, 356 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა და თამარ სანიკიძემ განათლების სისტემის ცვლილებაზე იმსჯელეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე განათლების სისტემის ცვლილებებზე იმსჯელეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეფორმა შრომის ბაზარზე და საქართველოში არსებულ მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს. „ამ მიზნის მისაღწევად განიხილება პროფესიული განათლების გერმანული, დუალური სისტემის დანერგვა. დუალური მოდელი გულისხმობს დამსაქმებლის ჩართულობით საგანმანათლებლო პროცესის წარმართვას, საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერებას, შრომის ბაზარზე ორიენტირებული მიმართულებების/პროფესიების გამოკვეთასა და განხორციელებას, რაც საბოლოო ჯამში სტუდენტების დასაქმებას უზრუნველყოფს. რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად დაწყებულია მოლაპარაკება გერმანულ მხარესთან. რეფორმის ფარგლებში, უმაღლესი განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება განხორციელდება, რაც გულისხმობს სახელმწიფოს რესურსების მიმართვას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი პრიორიტეტული პროფესიების დასაუფლებლად. მნიშვნელოვანია, რეფორმამ უზრუნველყოს სტუდენტების დასაქმების მაჩვენებლის ზრდა შესაბამისი პროფესიების მიხედვით“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეფასებით, რეფორმა მნიშვნელოვანია, რათა საქართველომ ახალ რეალობას და ეკონომიკურ მდგომარეობას უპასუხოს. „პროფესიული განათლების გერმანული მოდელი და დუალური სისტემა არის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დასახული მიზნის მიღწევას. დღევანდელი პროფესიული განათლების სისტემა და ინფრასტრუქტურა მზად არის რეფორმის განსახორციელებლად. საუბარია იმაზე, რომ უმაღლესი განათლების სისტემაც გავხადოთ შრომის ბაზარზე ორიენტირებული", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)