|
2024-08-01 16:49:43, 373 ნახვა
საზოგადოება
მეფუტკრეების მხარდასაჭერად მიზნობრივი პროგრამა განხორციელდება
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, “მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული სკების ღირებულების 50% არაუმეტეს 70 ლარი, არაუმეტეს 5 000 ლარი ერთი ბენეფიციარზე გადაანგარიშებით. “პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახი (არანაკლებ 10 სკა), ხოლო მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს. პროგრამის აუცილებელი პირობაა, რომ პოტენციური ბენეფიციარი რეგისტირებული იყოს ბიზნესოპერატორად და საფუტკრე დარეგისტრირებული ჰქონდეს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS). მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია კონკურენტუნარიანი და მდგრადი მეფუტკრეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მეფუტკრეობის განვითარებას არაერთი პროგრამისა თუ პროექტის საშუალებით უჭერს მხარს, რომელთა მიზანია ხარისხიანი თაფლის წარმოების მდგრადობის ხელშეწყობა, დარგობრივ ცოდნაზე ხელმისაწვდომობა და საერთაშორისო ბაზარზე ქართული თაფლის შესახებ ცნობადონის ზრდა, რაც სამომავლოდ შესაძლებელს გახდის, მეტი ხარისხიანი ქართული პროდუქტი მოხვდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ მეფუტკრეთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროგრამით ისარგებლა 200-ზე მეტმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა, მათ სახელმწიფოს მხრიდან 70%-იანი თანადაფინანსებით მიიღეს 18 000-ზე მეტი სკა და მეფუკრეობისათვის საჭირო ინვენტარი. თუმცა, გაჩნდა საჭიროება, რომ მსგავსმა პროგრამამ მოიცვას არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები არამედ, როგორც ფიზიკური, ასევე საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული და ფიზიკური პირები. მომზადდა მიზნობრივი პროგრამა, სადაც გათვალისწინებულია ამ ეტაპზე ყველა ის პირობა, თუ დათქმა, რაც საჭიროა პროგრამის ეფექტური და დროული განხორციელებისათვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)