01:17 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 15:41:46, 451 ნახვა

პოლიტიკა
ელისო ჩაფიძე ივანიშვილს: რატომ ისჯებიან ტყიბულელები?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე მთავრობის წევრებს, დეპუტატებსა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

ჩაფიძის განცხადებით, მეშახეტეები საკმაოდ მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან. მათ მოეხსნათ შეღავათები, რომელიც ამ დრომდე არსებობდა. ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, რომ მეშახტეები უკვე რამდენიმე თვეა მასთან, როგორც მაჟორიტარ დეპუტატთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ის მათთან მარტო შეხვედრას არ აპირებს, რადგან სათქმელი მეშახტეებისთვის არაფერი აქვს. ელისო ჩაფიძემ მეშახტეებთან შეხვედრაზე მისი კოლეგები დაპატიჟა.

“მე მინდა პარლამენტის ეს მაღალი ტრიბუნა გამოვიყენო იმისათვის, რომ მივმართო ჩვენი გუნდის ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვლს და ვკითხო მას, რის გამო ისჯებიან ტყიბულელები?! მე მინდა მივმართო საქართველოს მთავრობას, ჩემი გუნდის წარმომადგენლებს. ისინი ვერ იტყვიან, რომ მე ეს საკითხები არ მაქვს დაყენებული. მივმართავ კანონპროექტის ავტორებს, ბატონ ირაკლი ტრიპოლსკის, ბატონ გიორგი ჟორჟოლიანს, ბატონ გია ვოლსკის და ჩემი გუნდის ყველა წევრს, რომ მე არ წავიდე დღეს მარტო  ტყიბულელ მეშახტეებთან. ჩვენ ვერ გავექცევით საკუთარ წილ პასუხისმგებლობას“, - განცახდა ელისო ჩაფიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics