01:16 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 13:15:20, 359 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი "ვიზეარის" გადაწყვეტილებაზე: ეს კარგია იმიტომაც, რომ ევროპასთან კავშირები განმტკიცება

საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ინვესტორთა საბჭოს დაწყების წინ ავიაკომპანია "ვიზეარის"გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით ახალი რეისების დამატება და რეგიონში პირველი ბაზის გახსნა მოხდება.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებას.

„კარგი ამბავია ის, რომ „ვიზიარმა" გახსნა ბაზა ქუთაისში და ჩვენ გვექნება 7 ახალი რესი ევროპის მიმართულებით. უფრო მეტი პირდაპირი რეისი განხორციელდება ევროპისკენ. ეს კარგია იმიტომ, რომ ორი თვითმფრინავი იქნება მუდმივად მიმაგრებული ქუთაისზე. გაჩნდება 200 ახალი სამუშაო ადგილი ქუთაისსა და თბილისში და განმტკიცება კავშირები ევროპასთან. ეს, ყოვლისმომცველ ინფრასტრუქტურულ გეგმასთან ერთად, რომელსაც მალე წარვადგენთ, მოგვცემს შესანიშნავ შესაძლებლობას, გვქონდეს ევროპასთან სატრანსპორტო კავშირი ქუთაისიდან. ეს კარგია ტურიზმის და ბიზნესის განვითარებისთვის და ევროპასთან სატრანსპორტო კავშირის განმტკიცებისთვის," - აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა ინვესტორთა საბჭოს სხდომის დაწყების წინ.

შეგახსენებთ, უნგრული ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით სექტემბრიდან შვიდი ახალი მიმართულებით იფრენს. ეს მიმართულებებია: ბერლინი, მიუნხენი, მილანი, დორტმუნდი, სალონიკი, ლარნაკა და სოფია. მინიმალური ფასები ზოგიერთ შემთხვევაში 25 ევროდან იწყება, ზოგ მარშრუტზე 30-დან ზოგზეც 40 ევრიდან. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics